The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბაკურაძე

რევაზ ბაკურაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1960-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველად; 1969-1971წწ. მივლინებით იმყოფებოდა ალჟირში, მშენებლობის ხელმძღვანელად; 1971-1974წწ. მივლინებული იყო ქ. ტოლიატში, ავტოქარხნის მშენებლობაზე, სამმართველოს უფროსად; 1987-1994წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" სამშენებლო სამმრთველოს უფროსი. 1994 წლიდან - შპს "მაიას" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სამთო ქიმიის უმსხვილესი საწარმოები სოფ. ურავში (ამბროლაურის რაიონი), ტრანსკავკასიური მაგისტრალის საქართველოს უბანი, ქ. ტოლიატის "ავტოვაზის" გიგანტური საამქროები, პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსი ამბროლაურში და სხვა მრავალი სამოქალაქო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.67-68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რესპუბლიკური მნიშვნელობის რაციონალიზატორი

გააზიარე: