The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბალანჩივაძე

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2001  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტის სამშენებლო უბანზე; 1962-1985წწ. იყო იმავე ტრესტის განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი, მმართველი; 1985-1991წწ. მუშაობდა კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობის დირექციის უფროსად; 1991-1992წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1992-1997წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქრკინიგზაპროექტმშენის" გენერალურ  დირექტორად - გზის უფროსის მოადგილედ; 1997-2001წწ. სს "ტრანსმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.68; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საპატიო რკინიგზელი

გააზიარე: