The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბარაბაძე

გიორგი ბარაბაძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2009  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს.

1965-1967წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში": იყო ტექნიკოსი, არქიტექტორი. მუშაობდა თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") ტიპოლოგიის განყოფილებაში; 1968-1977წწ. საქართველოს საპროექტო კანტორაში; 1977 წლიდან თბილისის მერიის საპროექტო ფირმა "არქდიზაინსერვისში" ხელმძღვანელობდა სახელოსნოს;ა რის მრავალი ხორცშესხმული პროექტის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: ახალგაზრდული დასასვენებელი კომპლექსი ბაკურიანში (1961-1963წწ. აღინიშნა ახალგაზრდა არქიტექტორთა ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენის დიპლომით), სასტუმრო ფასანაურში (1961წ.), კურორტ არჩმანის (თურქმენეთი) გენგეგმის პროექტი (1963-1964წწ.), სამედიცინო ცენტრი დიღომში - ქირურგიის, თერაპიისა და მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების კორპუსები (1963-1965წწ.), საყოფაცხოვრებო მომსახურებისა (ბათუმში, ჭიათურაში, ბიჭვინთაში, ზესტაფონში) და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (თბილისში, წყნეთში, იგოეთში, წავკისში და ა.შ.).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.68-69 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ახალგაზრდა არქიტექტორთა ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენის დიპლომი
  • სსრკ სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეთა გამოფენის მედალი

გააზიარე: