The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ბარათაშვილი

ტარიელ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუნდაეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მიმოსვლის გზათა კვალიფიკაციით 1970 წელს.

1970-1971წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად; 1972-1973წწ. იყო ზესტაფონის სპეც. სარემონტო სამმართველოში უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის პროექტის ინჟინერი 1973-1974წწ. მუშაობდა ცენტრმეტალურგრემონტის" ჭიათურის უბნის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის პროექტის ინჟინრად; 1974-1975წწ. იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1976წწ. იყო N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმშენის" სამმართველოს ოსტატი მშენებელი; 1976-1978წწ. მუშაობდა სამთამადნო კომბინატ "ჭიათურმანგანუმის" კომუნალურ განყოფილებაში სარემონტო უბნის უფროსად; 1978-1983წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი იყო, ხოლო 1983-1997წწ. იმავე ორგანიზაციიც უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1997-2001წწ. საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 2001-2003წწ. შპს "თრიალეთის" უბნის უფროსად, ხოლო 2003-2009წწ. მთავარ ინჟინრად; 2005 წლიდან  შპს "გაზმშენი-5"-ის მთავარ ინჟინრად; მიღებული აქვს მონაწილეობა საავტომობილო გზების დაპროექტებასა და მშენებლობაში: რიკოთის უღელტეხილის რეკონსტრუქციის სამუშაოები - გვირაბიდან სოფელ განთიადამდე 40 კმ., თბილისის შემოსავლელი გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, ჟინვალი-ბარისახოს (გვირაბამდე მისასვლელი) გზის მშენებლობა, "ზესტაფონი-სვირი-ბაღდათის" საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები (მაკადამის წესით), "ხაშური-ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია-აბაშა-ხობი-ზუგდიდის" მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, "ნატახტარი-დუშეთის" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, "თბილისი-ნატახტარის" გზის 29 კმ-ის რეკონსტრუქცია 6 ხიდით, "ხაშური-ახალციხის" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბორჯომი-ბაკურიანის  გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანის წრიული გზის ჩათვლით, "თბილისი-მარნეულის" გზის რეაბილიტაცია, "ახალციხე-ვალე-თურქეთის" საზღვრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 1991 წელს იღებდა მონაწილეობას საქართველოში მიწისძვრის შედეგად დანგრეული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში საჩხერესა და ჭიათურაში; მიღებული აქვს საუწყებო სიგელები კეთილსინდისიერი და თავდადებული შრომითი საქმიანობისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.69 


გააზიარე: