შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ბარამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1969წწ. მუშაობდა საკავშირო გაერთიანება "მთავარგზამშენის" სამმართველოში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი საავტომობილო გზების "ნოვოროსიისკი-აბრაუ-დიურსო", "ნოვოროსიისკი-მცირე მიწა", "ზნზპა-ჯეგინკი", ნოვოროსიისკის ავტომაგისტრალისა და "შავწყალა-ბზიფის" საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაში; 1969 წლიდან საქართველოს გზების სამინისტროს სისტემაში "ფსოუ-სოხუმი-ქუთაისის" საავტომობილო გზის სამმართველოს საწარმოო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსად; მშენებარე ობიექტების N2 დირექციის (1976წ.) და N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად (1979წ.); 1988 წლიდან საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგაზის", ხოლო 1999 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის მთავარი ინჟინერი იყო; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში მრავალი საგზაო ობიექტი და ხელოვნური ნაგებობა აშენდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.70; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |