The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ბარბაქაძე

ავთანდილ ბარბაქაძე
Date of birth:15 April, 1923  (101 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა როსტოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი 1957 წელს.

ჩააბარა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში 1940 წელს. მეორეკურსელი გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომის შემდგომ პერიოდში მონაწილეობდა სახალხო მეურნეობის აღდგენით სამუშაოებში; 1953 წლიდან დაბრუნდა ჭიათურაში და დაინიშნა ხელმძღვანელ თანამდებობაზე;  1957-1962წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ჭიათურის N8  სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1962-1963წწ. ტრესტის მმართველად; 1963-1977წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმის" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1977-1985წწ. - გენერალური დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ჭიათურაში აშენდა სხვადასხვა დანიშნულების მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი; მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი საბრძოლო თუ შრომითი მამაცობისათვის მრავალგზის იყო დაჯილდოებული სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.70

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: