The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბარბაქაძე

გიორგი ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა გორი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-2003წწ. მუშაობდა რუსთავის "ფოლადკონსტრუქციის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, N1 სამშენებლო უბნის უფროსად; 2003 წლიდან სათავეში უდგას შპს "ფოლადკონსტრუქციას"; შრომითი საქმიანობის სხდვადასხვა ეტაპზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის, N98 საშუალო სკოლის, პენოპლასტის საამქროს, ლუდის ქარხანა "ყაზბეგის" მთავარი კორპუსის, ელიავას, ხოშარაულისა და წერეთლის ქუჩების სავაჭრო ცენტრების, მრავალფუნქციური შენობის გადასასვლელი ხიდის (მ. კოსტავას ქუჩაზე), "რუსთავი-2"-ის კორპუსის (თბილისში), კომპლექს "ბატუსის" გუმბათოვანი სახურავის (ბათუმში), ცემენტის, აზოტისა და მეტალურგიული ქარხნების სხვადასხვა ობიექტის, ამწემშენებელი ქარხნის მადნის საწყობის (რუსთავში), კასპის ცემენტისა და საგურამოს ლუდის ქარხნების, ფოთის ანგარის, ახალციხის საბაჟოს, "ჰეიდელბერგცემენტის" სხვადასხვა ობიექტის, მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობისა და სხვა ნაგებობათა მშენებლობა-დამონტაჟებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.70-71


გააზიარე: