The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ცუცქირიძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1925
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1987  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იქვე. მისი ნამუშევრებია: "ზაფხულის დღე" (1953, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), "წყაროსთან" (1956, საქართველოს სურათების გალერეა), სერია "საქართველოს რევოლუციური წარსული"(1970-1973). ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი; გააფორმა "დედაენა"(1956), "რუსკოე სლოვო" (1961), პირველი საკითხავი წიგნი მოსამზადებელი კლასებისათვის (1978, რუსულ ენაზე) და სხვა. 1949 წლიდან თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში "დილა", "პიონერი". ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.245

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: