The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ცუცქირიძე

შოთა ცუცქირიძე
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2014  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს.

1945-1946 წლებში ჭიათურის თეატრში მუშაობდა მსახიობად, 1946 წლიდან თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობია, 1961 წლიდან კი მსახიობი და რეჟისორი. როლები: სულთანი (ნ. გერნეტის "ალადინის ჯადოსნური ლამპარი"), პეტრიკელა (გ. ჩიქოვანის "ორი ქოსატყუილა"), მღვდელი (ს. ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჟენსკის "დიდი ივანე"), პაქ ტორ სე (ლ. პრავდინას "სიცოცხლის ყვავილი") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა" (1961), ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი" (1972), ვ. ლიფშიცისა და ი. კიჩანოვას "იდუმალი ჰიპოპოტამი" (1979) და სხვა. 1970 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ინსტიტუტში. თეატრმცოდნე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.245; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თოჯინების თეატრების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირი - უნიმა, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - თეატრების საკავშირო ფესტივალის ლაურეატი

გააზიარე: