The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ცუხიშვილი

ვახტანგ ცუხიშვილი
Date of birth:16 July, 1928  (96 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხამი, საჩხერის რაიონი.

1953-1956წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტის "კომუნპროექტის" (შემდგომში "საქქალაქმშენსახპროექტი") არქიტექტორად; 1956-1964წწ. ქ. თბილისის "საქალაქმშენსახპროექტის" მე-3 არქიტექტურული სახელოსნოში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1969წწ. ქ. თბილისის "საქალაქმშენსახპროექტის" მე-3 არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ არქიტექტორად; 1969-1972წწ. ამავე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ; 1972-1984წწ. ქ. თბილისის "საქალაქმშენსახპროექტის" მე-3 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1984–2005წწ. ქ. თბილისის "საქალაქმშენსახპროექტის" კომპლექსური სახელოსნოს მთავარ არქიტექტორად; 2005–2022წწ. იყო ქ. თბილისის შპს "ახალი ქალაქმშენპროექტის" მთავარი არქიტექტორი, არქიტექტურული განყოფილების უფროსი; მისი ავტორობით შექმნილია და განხორციელებულია შემდეგი პროექტები: 75 ბინიანი საცხოვრებელი სახლი მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებისთვის (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, 1955), კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი (ქ. თბილისი, 1956-1957), ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (ქ. თბილისი, 1969-1972), ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მექანიკის კვლევითი ლაბორატორია (ქ. თბილისი, 1969-1972), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსის გენგეგმის მთავარი არქიტექტორი (ქ. თბილისი, ხელმძღვანელი არქ. გ. ლეჟავა, 1977-1978), ასევე შემდგომში აღნიშნული გენგეგმის კორექტირება (თანაავტორი არქ. თ. თოდრაძე), ელექტრო ქიმიის კვლევითი ინსტიტუტი (ქ. თბილისი, 1972), ვანის არქეოლოგიის მუზეუმი (ხელმძღვანელი: არქ. გ. ლეჟავა, 1985), კომკავშირული ქალაქი "ბორის ძნელაძე", შემდგომში "შავნაბადა" (1975-1980), კომპლექსის მთავარი არქიტექტორი, ასევე მასში შემავალი ობიექტების ავტორი: ორი სასტუმრო, თითოეული 120 კაცზე კვების ბლოკებით, სასწავლო ცენტრი, სალექციო დარბაზი 100 მსმენელზე, ქალაქის ადმინისტრაციული კორპუსის "რატუშა", სააქტო დარბაზი 500 ადგილზე, ღია თეატრი 300 მაყურებელზე; სპორტული კომპლექსი: საცურაო აუზი (25 მ), მცირე აუზები, დახურული დარბაზი კალათბურთისთვის, 50 მეტრიანი სასროლეთი, ღია სპორტული მოედანი მინიფეხბურთისთვის, პიონერული ბანაკი 20 კოტეჯით, მცირე სააქტო დარბაზით და დამოუკიდებელი კვების ბლოკით, სკოლა 120 ბავშვზე, საგამოფენო დარბაზი (1200 მ2), 14 მეტრიანი კაშხალი და წყალსაცავი; ქ. ჭიათურისა და ქ. ზესტაფონის გენერალური გეგმები (თანაავტორები: არქ. ვ. გოგიჩაიშვილი, ა. სიჭინავა, 1980); საქართველოს პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი (ქ. თბილისი, 1992-2012), ჩიჩუების  სამედიცინო კლინიკა "მზერა" ( ქ. თბილისი, 2014), იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი დიღომში (ქ. თბილისი, 2010); მრავალპროფილიანი საავადმყოფოს კომპლექსი კამოს ქუჩაზე (ქ. თბილისი, თანაავტორი არქ. ნ. გვასალია, 2013-2020); პენიტენციური დაწესებულებები ქ. თბილისში (2010); ქ. რუსთავში, დ. ქსანში და ქარელში (2014-2020); კრწანისის ტყე-პარკის კეთილ მოწყობის პროექტი; შადრევანი ქ. თბილისში თავისუფლების მოედანზე; კასკადური შადრევნები პარლამენტის შენობის ფასადის წინ (ქ. თბილისი, 2008-2009); შადრევანი მცხეთაში, მთავარ მოედანზე (2006); 2012-2018წწ. საქართველოს პარლამენტის აღდგენითი სამუშაოები ქ. თბილისში: პარლამენტის სხდომათა დარბაზის ინტერიერი, პარლამენტის მცირე სხდომათა დარბაზების ინტერიერი, პარლამენტის შენობის მიწისქვეშა ნაწილში ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის ნარჩენ კედლებში სამლოცველოს პროექტი, პარლამენტის გარე შესასვლელის ირგვლივ ალაყაფის ჭიშკრის არქიტექტურა და მხატვრული დიზაინი (თანაავტორი გ. დოლიძე), პარლამენტის შესასვლელი ხის კარებების არქიტექტურა და მხატვრული დიზაინი; ქ. აბაშის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ალაყაფის დეკორი, არქიტექტურა (თანაავტორი გ. დოლიძე); ქ. ბათუმის რეკონსტრუირებულ კვარტლებში შენობების ალაყაფების დიზაინი და არქიტექტურა, 220 ალაყაფი (თანაავტორი გ. დოლიძე); ბრინჯაოს ძეგლების სერია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეზო-სავანეში (1984-1989); საქარველოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს გალავნის დიზაინი (1994); მ. ალექსიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი არქოტექტორი (ქ. თბილისი, თანაავტორები არქიტექტორები მ. გაგნიძე, თ. ურთქმელიძე, გ. რუსაძე, 2008).

წყარო: ირინე ცუხიშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.246

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე (2006-2008)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (2004-2006)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2018 - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საპატიო დიპლომი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და დაბადების 90 წლის აღსანიშნავად
  • 2012 - არქიტექტურის რაინდის წოდება
    არქიტეკტორთა კავშირის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით
  • 1980 - საქართველოს კომკავშირის პრემია
    კომკავშირული ქალაქი - ბორის ძნელაძე
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: