| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცქიმანაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამკურნალო ფაკულტეტი 1914 წელს. 1931-1935 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებათა ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელი. 1935-1941 წლებში განაგებდა სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო 1941-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას; 1973 წლიდან იყო ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ცთომილი ნერვის ორფაზოვან მოქმედებას, ტრამვული შოკის ბუნებას, სინთეზურ ანტიმალარიულ და საანესთეზიო საშუალებებს. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1939). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.246; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.233-234 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

