The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ბარბაქაძე

იური ბარბაქაძე
Date of birth:10 November, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველო "ზესტაფონმშენში", ქუთაისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ფოლადკონსტრუქციის" ზესტაფონის უბნის უფროსად, რუსთავის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ფოლადკონსტრუქციის" უფროსად; წლების მანძილზე იყო სს "ფოლადკონსტრუქციის" გენერალური დირექტორი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნების, რუსთავის ქიმიური და ჭიათურის მარგანეცის კომბინატების, თბილისისა და ერევნის ტელეანძების, კოსმოსში გასაშლელი ანტენის სტენდის (საგურამოში) დამონტაჟებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.71; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქ. რუსთავის აღმშენებლობაში, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: