Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ბარბაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის საღამოს სწავლების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1970 წელს. 1969-1981წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში მუშად. მუშაობდა ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში მოპირკეთების ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1981-1982წწ. გაერთიანება "საქყოფრემმშენის" მარტვილის უბნის მშენებელ ოსტატად; 1982-1985წწ. ქუთაისის სარაიონთაშორისო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ. ასევე, საქართველოს ადგილმრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში, ქუთაისის უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1985-1988წწ. იყო ქუთაისის N21 სამშენებლო პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო სწავლების დარგში; 1988-2004წწ. სარემონტო-სამშენებლო ტრესტ "ავტორემმშენმონტაჟის" სამუშაოთა მწარმოებელი, ამავე ტრესტის N2 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 2004 წლიდან არის სს "იბერია-21"-ის (ყოფილი ტრესტი "ავტორემმშენმონტაჟი") სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |