The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბარქავა

ოთარ ბარქავა
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1961წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სახმრეწვმექანიზაციაში" უფროს ინჟინრად და უფროს კონსტრუქტორად;

1961-1971წწ. იყო სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1971-1993წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამონტაჟო ტრესტ "საქსაფლმშენმონტაჟის" სამონტაჟო რაზმისა და სპეცკოლონის უფროსი, ტრესტის მმართველი; 1994 წლიდან სს "ვერეს" მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა კოდის, გამარჯვების, კასპის, კინდღის, თამარისის მეფრინველეობის, წნორის, გიორგიწმინდის, ჯანდარის მესაქონლეობის კომპლექსებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე შესრულებულ სამონტაჟო-გამართვით სამუშაოებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.71-72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
    შრომითი საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის

გააზიარე: