The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო ბარქაია

ბონდო ბარქაია
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხობის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1964წწ. მუშაობდა "საქსოფლმშენსახპროექტში" - არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1964-1990წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარი არქიტექტორი, საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი - საპროექტო ნაწილის ხელმძღვანელი; 1972-1975წწ. მივლინებული იყო ირანში, სადაც მუშაობდა ინჟინერ-არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1990-1996წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის პროექტების ექსპერტიზის სამმართველოს წამყვანი ექსპერტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; 1996 წლიდან შპს მშენებლობის პროექტირების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; მონაწილეობდა სხვადასხვა დანიშნულების ათობით ტიპური, ექსპერიმენტული, ინდივიდუალური ობიექტის, მათ შორის, საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის კომპლექსის, 900-ადგილიანი სანატორიუმის (წყალტუბოში), დასასვენებელი სახლის, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი სახლების (თბილისში), ჰელიოსისტემით აღჭურვილი პირველი ექსპერიმენტული სახლის, 200-ადგილიანი სასტუმროს და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტების დამუშავებასა და განხორციელებაში, გაკეთებული აქვს 200-მდე პროექტის საექსპერტო დასკვნა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: