The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ცხაკაია

დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1970  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს.

1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში (1951 წლიდან რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების გამგეა). იგი არის საქართველოში თანამედროვე სეისმოლოგიური კვლევისა და სეისმოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოში რეგიონული სეისმოლოგიური სადგურების ქსელი. გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი.

 წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 11.-თბ., 1987.-გვ.247

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: