The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხა ცხაკაია

მიხა ცხაკაია
ოფიციალური სახელი:მიხეილ ცხაკაია
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1865
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 1950  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, შემდგომ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო (ხუდადოვის ტყე-პარკი, თბილისი)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, სენაკის რაიონი.

1886-1897 წლებში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ლესიჭინეში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 1892-1893 წლებში იყო საქართველოში პირველი მარქსისტული ორგანიზაციის "მესამე დასის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1898-1900 წლებში ცხოვრობდა და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ეკატერინოსლავში (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი), სადაც აქტიურად მონაწილეობდა რსდმპ ეკატერინოსლავის კომიტეტის შექმნასა და მის საქმიანობაში, გაზეთ "იუჟნი რაბოჩის" მუშაობაში. 1900-1902 წლებში დააპატიმრეს. 1903-1905 წლებში სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტს. დიდ სააგიტაციო და პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, ბაქოში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. რსდმპ-ის III ყრილობის (1905) დელეგატმა ცხაკაიამ გახსნა ყრილობა და ვ. ი. ლენინის მოხსენების შემდეგ გამოვიდა თანამოხსენებით საქართველოში გლეხთა რევოლუციური მოძრაობის შესახებ. 1905 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა პეტერბურგის მუშათა დეპუტატების საბჭოების მუშაობაში, ნოემბერში კი - ბაქოს საბჭოს ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის შექმნასა და მის მუშაობაში. 1907-1917 წლებში ემიგრაციაში იყო ჟენევაში, საიდანაც მჭიდრო კავშირი და მიმოწერა ჰქონდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციებთან. 1917 წლის აპრილში ლენინთან ერთად დაბრუნდა რუსეთში. მონაწილეობდა რსდმპ VII (აპრილის) კონფერენციის მუშაობაში. გაზეთ "კავკაზსკი რაბოჩის" საქმიანობაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად რედაქტორობდა გაზეთ "ბრძოლას". 1917 წლის მაისიდან იგი იყო მუშათა და გლეხთა დეპუტატების კავკასიის სამხარეო საბჭოს წევრი, ოქტომბრიდან - რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი და შემდეგ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917-1920 წლებში რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრი, 1919 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ იგი დააპატიმრა. 1920 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ შევიდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში, 1923-1930 წლებში საქართველოს ცაკის პრეზიდიუმის ერთ-ერთი თავმჯდომარე, 1923-1924 და 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის თავმჯდომარე (შეთავსებით), სსრკ ცაკის პრეზიდიუმის წევრი, 1920 წლიდან კომინტერნის აღმასკომის წევრი. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფო და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • II ინტერნაციონალის VII (შტუტგარტის) კონგრესი , დელეგატი რსდმპ-დან (1907-)
  • ინტერნაციონალის საკონტროლო კომისიისა და მისი პრეზიდიუმი, წევრი (1931-)
  • კომინტერნის აღმასკომი, წევრი (1920-)
  • მუშათა და გლეხთა დეპუტატების კავკასიის სამხარეო საბჭო, წევრი (1917-)
  • რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტი, წევრი (1917-1920)
  • რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, წევრი (1917-)
  • რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, ხელმძღვანელი
  • რსდმპ-ის III ყრილობა, დელეგატი (1905-)
  • რსფსრ მთავრობა , საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი (1921-1922)
  • საკავშირო კპ (ბ) X, XI, XIII, XV-XVII ყრილობების, კომინტერნის II-VII კონგრესი, დელეგატი
  • საქართველოს კპ (ბ) ცკ, წევრი (1920-)
  • საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1923-1924)
  • საქართველოს ცაკის პრეზიდიუმი, ერთ-ერთი თავმჯდომარე (1923-1930)
  • სკკპ, წევრი (1898-)
  • სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სსრკ ცაკის პრეზიდიუმი, წევრი (1929-1930)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: