Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესიკ ბატიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქსახპროექტი" და "კურორტპროექტი" - ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში საპროექტო ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1995-2000წწ. მუშაობდა საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მუშა პროექტის დამუშავებაზე. პარალელურად მუშაობდა არქიტექტორ რევაზ ჯანაშიასთან ერთად სხვადასხვა ტაძრის პროექტის დამუშავებაზე; მის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული პროექტებით აშენდა ტაძრები: სენაკში, ზესტაფონში, ხულოში, ქედაში, შუახევში, დედოფლისწყაროში, მესტიაში, ლეჩხუმში, ახალციხეში, თბილისში და ა. შ.; იგი პარალელურად მუშაობს სამოქალაქო პროექტებზე. კერძოდ, მისი პროექტებით აშენდა საცხოვრებელი კორპუსები ქ. თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე, ვაშლიჯვარში, საბურთალოზე, ნაძალადევში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.72-73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |