The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგი ცხაკაია

სერგი ცხაკაია
Date of birth:4 April, 1880
Date of death:20 November, 1966  (at 86 years)
Category:Geographer, Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი. 

დაამთავრა პეტერბურგის სამხარეო-ტოპოგრაფიული სასწავლებელი 1904 წელს.

1904-1913წწ. ჩაატარა ტოპოგრაფიული სამუშაოები პოლონეთში, მანჯურიასა და კავკასიაში; 1913-1914წწ. მონაწილეობდა თურქეთ-საპარსეთის საზღვრების დამდგენ ინგლის-რუსეთის საერთაშორისო კომისიაში; ტოპოგრაფიულ სამუშაოებს ეწეოდა მდ. არაქსის, ჭოროხის და ევფრატის სათავეებში; 1917 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტოპოგრაფიულ განყოფილებაში ტრიანგულიატორად; 1919 წლიდან ამ განყოფილების ხელმძღვანელია. შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კარტოგრაფიის ინსტიტუტსა და გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი მონაწილეობით შედგა და გამოიცა მრავალი ზოგადგეოგრაფიული, თემატური რუკები და ატლასი. მათ შორის აღსანიშნავია, 1:200000 მასშტაბის საქართველოს 12 ფურცლიანი რუკა. ეს იყო იმ დროისათვის სსრ კავშირში შედგენილი ერთადერთი ეროვნული რუკა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა; 1929 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის გეოდეზიის სამმართველოს კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად; 1932 წელს ამიერკავკასიის კარტოგრაფიული ტრესტის ტექნიკური დირექტორია, ხოლო 1936 წელს ამიერკავკასიის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1934 წლიდან იყო თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი, ხოლო 1936 წლიდან - ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე. ლექციებს კითხულობდა გორის, სოხუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და ცხინვალის პედაგოგიურ ისტიტუტებსა და სასწავლებლებში. იყო აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიული განყოფილების გამგე. მას გამოკვლეული აქვს საქართველოსა და კავკასიის გეოდეზიური და კარტოგრაფიული შესწავლილობის ისტორია. შექმნა რამდენიმე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლისათვის. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1950). თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რუკათმცოდნეობა ტოპოგრაფიის საფუძვლებით", დაიცვა 1947 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.247; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.289-290

Bibliography


Share: