The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ტყემალაძე

Date of birth:1 May, 1919  (104 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა კინომსახიობთა სტუდია 1943 წელს.

მუშაობა დაიწყო საჩხერის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა ჭიათურის(1945-1948), ზუგდიდის(1948-1949), ცხინვალის(ქართული დასი, 1957-1959) თეატრებში; რეჟისორად და მხატვრად მუშაობდა ჭიათურის(1949-1957), ცაგერის(1950-1961), საჩხერის(1962-1963) კულტურის სახლებში; 1965 წლიდან იყო ჭიათურის თეატრის წამყვანი მსახიობი. მას შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: არისტო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გვატა, ხიტუ(ე. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მირზა, აბდულ სადაყი(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), კირილე(ი. ჭავჭანიძის "თბილისელი ქალიშვილი"), სვიმონ ლიონიძე(დ. ერისთავის "სამშობლო"), ბურდღუ(კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), აკოფა, კოტე(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ნატუტარი, სევასტი, მწერალი(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მალოვზოროვი, შმაგა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ერიკ ბერლინგი(ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა") და სხვ. იოსებ ტყემალაძის დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა: გ. მოდებაძის "მცდარი ნაბიჯი", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", ა. გეწაძის "მზე ცრემლში" და სხვ. მის მიერ მხატვრულად გაფორმებული სპექტაკლებია: გ. ერისთავის "ძუნწი" და "უჩინმაჩინის ქუდი", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", ლ. მილორავას "კერპჯიუტა", მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.41

Awards and Honors

  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: