Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგგილი: ახალსენაკი (ახლანდელი ქ. სენაკი). 1932 წელს, თბილისის მე-4 შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1936-1940 წლებში სწავლობდა I მუსიკალურ სასწავლებელში ფლეიტის კლასში. 1950 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის ფლეიტის განყოფილება. სწავლის პარალელურად, 1937-1943 წლებში, მუშაობდა ს. შაუმიანის სახელობის სომხური და ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრების ორკესტრში. 1941-1942 წლებში იყო რადიოკომიტეტის, ხოლო 1942-1948 წლებში სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სოლისტი. 1945 წლიდან მამია კახიანი მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1948-1956 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, 1956 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1965 წელს გახდა დოცენტი, ხოლო 1973 წელს პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი. კონსერვატორიაში მუშაობის წლებში მან შექმნა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის-"გამები და არპეჯიო ფლეიტისათვის", "ტექნიკის სრულყოფის სავარჯიშოები" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.42; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |