The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბახტაძე

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1969  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

სწავლობდა I და II მუსიკალურ სასწავლებლებში თეორიულ და საკომპოზიციო განყოფილებებზე. 1950 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მიწსახკომის მოძრავ თატრში პიანისტად, ხოლო 1935-1937 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მოძრავი თეატრის კონცერტმაისტერი. 1938 წლიდან მუშაობდა თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბის თეატრალურ კოლექტივში და გორის მუსიკალურ სასწავლებელში, სისტემატურ კონსულტაციას უწევდა თვითმოქმედ მხატვრულ კოლექტივებს. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.43

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქორეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: