| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი აფხაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1936 წელს. 1937 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ლეანდრა(კ. გოლ ონის "სასტუმროს დიასახლისი"), გულნაზი(ს. მთვარაძის "თევრათ"), ნენო(ს. შანშიაშვილის "არსენა"), გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ივდითი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ანა ბატონიშვილი(ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ლუდმილა(ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"), ლუიზა(ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ტიბზე(ვ. ჰიუგოს "ანჟელა"), მარფა(ვ. დარასელის "კიკვიძე"), დარიკო, ცაბუ(შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"), მზევინარი(ვაჟა-ფშაველსა "მოკვეთილი"), ანეტა(ა. სამსონიას "ჩემი შვილი სიმონი"), ტურფა, პირიმზისა და პირიმთვარისა(ა. წერეთლის "პატარა კახი"), რაშელი(მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ქსენია(ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ნაირა(პ. ლორიას "ნაირა"), ციალა(ა. შერვაშიძის "მზე"), მარია ანტონოვა(მ. გოგოლის "რევიზორი"), ასია(უ. ჰაჯიბეკოვის არშინ-მალ-ალან"), პეპეშა(ვ. კანდელაკის "უშრეტი წყარო") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.44 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

