The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ქვლივიძე

ბიძინა ქვლივიძე
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1913  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (სიდამონ-ერისთავის კლასი) 1941 წელს.

მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მხატვრად. 1941-1943წწ. იყო მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე; 1943 წელს დაბრუნდა თეატრში და აქტიური შემოქმედებითი მუშაობა განაგრძო; საქართველოს სხვადასხვა თატრებში 90-მდე სპექტაკლი აქვს მხატვრულად გაფორმებული. მარჯანიშვილის თეატრში მისი მხატვრობით განხორციელდა სპექტაკლები: "კრემლის კურანტები" (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), "კოლმეურნის ქორწინება" და "გულსუნდა" (რეჟ. აკ. კვანტლიანი), "რკინის პერანგი" (რეჟ. ლ. შატბერაშვილი), "მოსამართლე მახეში" (რეჟ. რ. ჭიაურელი), "ჩარლის დეიდა" (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), "რას იტყვის ხალხი" (რეჟ. ლ. იოსელიანი), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟ. ვ. გოძიაშივლი) და სხვა.; მასვე ეკუთვნის მხატვრობა თბილისის შაუმიანის სახელობის სომხურ თატრში დადგმული სპექტაკლებისა "ეთიმ გურჯი" და "სოსი და ვარდითერი", აგრეთვე თელავის სახელმწიფო თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა - "მე ვხედავ მზეს". პროფესიული თეატრების პარალელურად წლების მანძილზე აფორმებდა სხვადასხვა დადგმებს რესპუბლიკის სახალხო თეატრებშიც. მხატვარ-დეკორატორის პროფესიას კარგად უთავსებდა მხატვარ-შემსრულებლის რთულ, შრომატევად საქმიანობას და მის მიერ შესრულებული ესკიზების მხატვრული ჩანაფიქრი თავადვე გადაჰქონდა სცენაზე. თეატრის მხატვარი და სცენოგრაფი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 96;

          http://artinfo.ge/2016/11/ბიძინა-ქვლივიძის-არქივი/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: