Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა ქვლივიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (სიდამონ-ერისთავის კლასი) 1941 წელს. მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მხატვრად. 1941-1943წწ. იყო მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე; 1943 წელს დაბრუნდა თეატრში და აქტიური შემოქმედებითი მუშაობა განაგრძო; საქართველოს სხვადასხვა თატრებში 90-მდე სპექტაკლი აქვს მხატვრულად გაფორმებული. მარჯანიშვილის თეატრში მისი მხატვრობით განხორციელდა სპექტაკლები: "კრემლის კურანტები" (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), "კოლმეურნის ქორწინება" და "გულსუნდა" (რეჟ. აკ. კვანტლიანი), "რკინის პერანგი" (რეჟ. ლ. შატბერაშვილი), "მოსამართლე მახეში" (რეჟ. რ. ჭიაურელი), "ჩარლის დეიდა" (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), "რას იტყვის ხალხი" (რეჟ. ლ. იოსელიანი), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟ. ვ. გოძიაშივლი) და სხვა.; მასვე ეკუთვნის მხატვრობა თბილისის შაუმიანის სახელობის სომხურ თატრში დადგმული სპექტაკლებისა "ეთიმ გურჯი" და "სოსი და ვარდითერი", აგრეთვე თელავის სახელმწიფო თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა - "მე ვხედავ მზეს". პროფესიული თეატრების პარალელურად წლების მანძილზე აფორმებდა სხვადასხვა დადგმებს რესპუბლიკის სახალხო თეატრებშიც. მხატვარ-დეკორატორის პროფესიას კარგად უთავსებდა მხატვარ-შემსრულებლის რთულ, შრომატევად საქმიანობას და მის მიერ შესრულებული ესკიზების მხატვრული ჩანაფიქრი თავადვე გადაჰქონდა სცენაზე. თეატრის მხატვარი და სცენოგრაფი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 96; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |