The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ბახტაძე

ჯონდო ბახტაძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1935
გარდაცვ. თარიღი:2008  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, შემდგომ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1968-1975წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი; 1976-1985წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1986 წლიდან "საქაგრომრეწვის" მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1989-1998წწ. საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1998 წლიდან საქართველოს ცეკავშირის მშენებლობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი და გამგეობის წევრი; მისი მონაწილეობით ექსპლუატაციაში შევიდა: თბილისის N4 მაცივარი, თბილისის კამვოლური დართვის ფაბრიკა, ავტოსატრანსპორტო საწარმო ნავთლუღში, წნორის მეცხოველეობის კომპლექსი, ჩამოსახლებულ აჭარელთა სოფელი აზმანაში, თბილისის, სოხუმის, ბორჯომის, გორის, თელავის რძის, გაგრის, სოხუმის, ბორჯომის ხორცის კომბინატები, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, დმანისის ყველ-კარაქის ქარხნები; განხორციელდა ლილოს რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია და სხვა; არაერთგზის იყო არჩეული თბილისის პირველი მაისის რაიკომის ბიუროს წევრად და რაისაბჭოს აღმასკომის დეპუტატად, ასევე - სამინისტროს, "საქაგრომრეწვის" კოლეგიის, ცეკავშირის საბჭოსა და გამგეობის წევრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.75-76 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: