Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქუქათი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა შ. რუსთაველი სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი(ქართული ენა და ლიტერატურა). სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და 1945 წლამდე მას ხელმძღვანელობდა; მუშაობდა ფიჭვნარის არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც სიმღერას ასწავლიდა და თვითმოქმედ გუნდს ხელმძღვანელობდა; 1948-1952წწ. ქობულეთის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ინსტრუმენტულ ჯგუფს განაგებდა; მოგვიანებით სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე, თან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა, პარალელურად აჭარკოოპკავშირთან არსებულ მეჩონგურეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა; 1955 წლიდან ქობულეთის განათლების მუშაკთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; მრავალგან(დაგვაში, ბობოყვათში, ალამბარში, ფიჭვნარში) ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა საკოლმეურნეო გუნდებს; იყო ქობულეთის პირველი საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებელი და სოფელ ქაქუთში საკოლმეურნეო ანსამბლს ხელმძღვანელობდა; თავის მეგობარ ქამილ ტაკიძესთან ერთად ქობულეთის კულტურის სახლის გუნდსაც უწევდა მომსახურებას, როგორც ჩონგურის კარგი სპეციალისტი, ინსტრუმენტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა დროს დაიმსახურა მრავალი საპატიო სიგელი - 1949 წელს თვითმოქმედების დათვალიერების საქართველოს რესპუბლიკური საორგანიზაციო კომიტეტისაგან, 1951 წელს მხატვრული თვითმოქმედების მეშვიდე რესპუბლიკური ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისაგან, 1954 წელს აჭარის საოლქო დათვალიერებაში წარამტებისათვის; 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაში მონაწილეობისათვის და ხელოვნების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის გადაეცა საპატიო სიგელი; მეჩონგურე. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 59 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |