Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიმი ბეგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1973 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1964 წელს; 1967-1973წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოში; 1973-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეცმექანიზაციის ტრესტში - უფროს ინჟინრად; საქართველოს ვაჭრობის სამინჯისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა თბილისის სავაჭრო ბაზების ადმინისტრაციული, სასაწყობე და საწარმოო კორპუსების, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების მსხვილი ობიექტების (საქართველოს რაიონებში), გლდანში, თემქაზე, მუხიანში, ვარკეთილში, ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში; არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშო საომარ მოქმედებათა მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.76
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |