შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში. 1930-იან წლებში თბილისში ჩამოვიდა; ერთხელ "მუშტაიდის" ბაღში მიხეილ კავსაძის გუნდის კონცერტს დაესწრო და ისე მოიხიბლა ქართლ-კახური სიმღერების მშვენიერებით, რომ გულში ჩაიდო, უთუოდ უნდა ვიმღეროო; როდესაც სერგო ბაქრაძემ მოუსმინა, პლეხანოვის სახელობის კლუბის ანსამბლში მიიწვია სოლისტად; შემდეგ ვასო კობახიძის გუნდშიც მღეროდა და ვერც მარო თარხნიშვილს უთხრა უარი, მის ანსამბლში ძლიერად ჭექდა ბიბილეიშვილის ტენორი; შემდეგ სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა; თავი ისახელა ხელოვნების დეკადაზე თბილისსა და მოსკოვში; შესანიშნავად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის მრავალ დიდ ქალაქსა და სამრეწველო ცენტრში; იყო აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტიც; ანსამბლის რეპერტუარი მისი მისვლის შემდეგ დიდად გაფართოვდა, რეპერტუარში შეიტანა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერები, რომლებსაც იგი ბრწყინვალედ ასრულებდა; თუ საჭიროება მოითხოვდა ანსამბლს ნიჭიერად ლოტბარობდა; დიდი ამაგი აქვს გაწეული თავიდანვე დიდი ჯიხაიშის "შრომის" კოლმეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის გუნდებზე; დაარსებული აქვს ოცამდე სხვადასხვა თვითმოქმედი კოლექტივი; საუკეთესოდ უკრავდა ფანდურზე, სალამურზე, დაირაზე, დოლზე; მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაგრის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; კრასნოდარის(რუსეთი) მხარის სოფელ პლასტუნკის ქართულ მოსახლეობას დაეხმარა და შეუქმნა მომღერალთა კარგი გუნდი და მრავალი კონცერტი გაამართინა როგორც ადგილობრივ, ისე სოჭის, გაგრის, სოხუმის და შავი ზღვის სხვა სანაპირო კურორტებზე; 1962 წელს ქ. სოხუმში დაბადებიდან ორმოცდაათი და მოღვაწეობის ოცდაათი წლის აღსანიშნავ იუბილეზე, ფართოდ იქნა გაშუქებული დაუღალავი მუშაობა ხალხური სიმღერის წინსვლის საქმეში; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |