The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პანტუშა ბოჯგუა

ოფიციალური სახელი:პანტე ბოჯგუა
დაბადების თარიღი:1936  (88 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1956 წელს(საგუნდო-სადირიჟორო).

საშუალო განათლება ცხაკაიას რაიონის სოფელ ზანის საშუალო სკოლაში მიიღო, შემდეგ ამავე სკოლის პიონერ-ხელმძღვანელად მუშაობდა, იქვე ქორეოგრაფიასაც ასწავლიდა; იმავე წლიდან სწავლობდა თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე(დოცენტ გიორგი ხახანაშვილის კლასი).

სწავლასთან ერთად 47-ე სკოლაში სკოლის გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა; მომდევნო წელს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით სამუშაოდ გაიგზავნა ადიგენის რაიონში კულტსახლის დირექტორად და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად, სადაც ორი წელი დაჰყო; 1958 წლიდან იყო ქ. ცხაკაიას მუსიკალური სკოლის მასწავლებელი; ორი წელი ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელსაც რესპუბლიკური პროფსაბჭოს დათვალიერებაზე პირველი ადგილი ერგო; 1960-1963წწ. უძღვებოდა კულტურის სახლის ვოკალურ ანსამბლს; ასევე საქსოვი ფაბრიკის მუშა - მოსამსახურეთა 128-კაციან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უწევდა ხელმძღვანელობას, რასაც 1964 წელს წარმატება მოჰყვა, რესპუბლიკური პროფკავშირების დათვალიერებაზე მოპოვებული პირველი ადგილი; ის ღირსეულად აგრძელებდა საგუნდო ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი მისი კუთხის გამოჩენილმა მომღერლებმა და ლოტბარებმა ჩაუყარეს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 65



გააზიარე: