The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ბედიაშვილი

მალხაზ ბედიაშვილი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 2023  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1967წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 1967-1982წწ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-საკვლევ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ჯერ საპროექტო ნაწილის მთავარი ინჟინერი იყო, ხოლო 1976 წლიდან - ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 1970-1973წწ. მივლინებული იყო ალჟირში მშენებლობის ტექნიკურ დირექტორად და საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელად; 1982-1989წწ. საქართველოსმშენებლობის სამინისტროს მთავარი ტექნიკური სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი იყო, შემდეგ იმავე სამინისტროს სამეცნიერო ექსპერიმენტულ ტექნიკური ცენტრის - "საქმშენსისტემის" დირექტორი; პროექტირების, მშენებლობის, ნაგებობათა აღდგენა-გაძლიერების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის - შპს "მშენაღდგენამ"-ის გენერალური დირექტორია; იგი მრავალი ტიპური და ინდივიდუალური პროექტების ავტორია; 1973-1992წწ. ცნობილ არქიტექტორებთან ერთად დააპროექტა და მისი კურატორობით აშენდა 270-ზე მეტი 16-18 სართულიანი შენობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; მისი პროექტით აშენდა ნავთობის და ქიმიის ინსტიტუტი ბუმერდესში (ალჟირის რესპუბლიკა), ერთადერთი იმ დროისთვის აფრიკაში; ალექსანდრე კიმბერგთან ერთად შექმნა ახალი სახის კავშირებიანი კარკასი, გადახურვის არმატურის დაძაბვით (მშენებლობის პირობებში), კარკასი, რომელიც ფართოდ დაინერგა ამიერკავკასიასა და შუა აზიაში; მისი ეკონომიურობის და მაღალი მდგრადობის მაჩვენებლების გამო, დაინერგა, აგრეთვე, რუსეთის არასეისმურ რაიონებში; ჩატარებული აქვს 700-ზე მეტი მსხვილი ობიექტის მდგრადობის ექსპერტიზა, მათ შორის, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის (ავლაბარში), აეროპორტის შენობის თბილისში; არის 18 დანერგილი გამოგონების ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; მიღებული აქვს ინგლისის, იაპინიის, რუსეთის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის და ევროსაბჭოს სერტიფიკატი მშენებლობაში; სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1982), საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1988), სსრკ პროფკავშირების პრეზიდიუმის სპეციალური სიგელი, საინჟინრო მოღვაწეობისათვის - "წლის საუკეთესო ინჟინრის წოდება" (2003, 2012, 2013).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.76-77; 

წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მშენებელთა ასოციაცია, ეფილირებული წევრი
  • ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის დარგში
  • მშენებელ ექსპერტთა საქართველოს ასოციაცია, თავმჯდომარე
  • საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
  • საქართველოს მშენებელთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), დიდი ოქროს მედალი

გააზიარე: