The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ ბუხაიძე

დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1985  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგარები, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1951 წელს (საგუნდო-სადირიჟორო).

მუშაობდა ქუთაისის პედტექნიკუმის დაწყებითი განათლების მეთოდიკის ფაკულტეტზე სიმღერა-მუსიკის მასწავლებლად, აგრეთვე ქუთსისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო კლასის ხელმძღვანელად; ლოტბარობას ჭაბუკობიდანვე შეუდგა; 19 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; 1943 წელს ანსამბლმა მხატვრული თვითშემოქმედების დათვალიერებაზე პირველი ადგილი დაიკავა; მომდევნო წლებში ზედიზედ აყალიბებს და უძღვება მომღერალთა გუნდებს ქუთაისის კულტურის სახლში, შრომითი რეზერვების ქუთაისის მეოთხე სახელოსნო სასწავლებელში; ქუთაისის მასწავლებელთა სახლის ანსამბლმა მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში; 1953 წელს მცირე ხნით ქლუხორის რაიონშიც იყო მივლინებული; ქუთაისის ელექტრო-მექანიკურ ქარხანაში მის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლს ხალხურ საკრავთა ორკესტრიც ჰყავდა, როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო დათვალიერებაზე ქარხნის ანსამბლს წარმატებები აქვს მოპოვებული; საქართველოს რადიომ მისი ანსამბლების შესრულებით ჩაწერა 40-მდე სიმღერა; გრამფირფიტების ჩამწერმა საკავშირო სტუდიამ 30-მდე სიმღერა, რომელთაგან 27 საბავშვო სიმღერაა (I-VI კლასელთათვის); შექმნა 30-მდე საკუთარი სიმღერა, მრავალი გადაამუშავა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 66

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: