შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პორფილე გაბელია![]()
ბიოგრაფიაახალგაზრდობაში მღეროდა რემა შემგელიასთან ერთად; 18 წლის ასაკში ძუკუ ლოლუას გუნდის წევრი გახდა; 1907-1916წწ. დაუახლოვდა ჩავლეიშვილებსა და ალექსანდრე მახარაძეს, მათგან ხშირად ისმენდა სიმღერებს, რომელთაც სწრაფად ითვისებდა; ავქსენტი მეგრელიძის გუნდებშიც მღეროდა; მალე ბათუმში გაემგზავრა და ჯონდი რურუასთან ერთად გუნდი ჩამოაყალიბა; ხშირად იმართებოდა კონცერტები, მასში მონაწილეობდნენ მუშები, რომელთაც უყვარდათ ხალხური სიმღერები და სათუთად ეკიდებოდნენ ამ საქმეს; გულრიფშში(სოხუმი) სანდრო ოჩიგავასთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდი; 1934 წელს ხობის რაიონული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა; მართავდა კონცერტებს როგორც ხობში, ასევე ზუგდიდში, ახალსენაკში, ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში; 1937 წელს მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გუნდი სასახელოდ გამოვიდა და გაიმარჯვა; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |