Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბეზარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: მეტალურგიის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა; 1961 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; 1962-1965წწ. ცენტრალური კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე (მრეწველობისა და მშენებლობის დარგში); ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილების გამგე; 1965 წლიდან სამეურნეო სამუშაოზეა: იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს ქიმიური მრეწველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილე; უშუალოდ ხელმძრვანელობდა კასპის ცემენტისა და შიფერის ქარხნების, თბილისისა და ლილოს საშენ მასალათა კომბინატების რეკონსტრუქციას, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის, ჭოროხის, წყურგილის, იმირის, დარკვეთის, მარნეულის, ხრამის, ვარციხის არამადნეული ქარხნების, სამრეწველო-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში) მშენებლობას; მიღებული ჰონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.77-78 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |