The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ბელტიხინი

თენგიზ ბელტიხინი
Date of birth:9 January, 1929  (96 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

1952 წლიდან იყო კომკავშირულ და პარტიულ ხელმძღვანელ სამუშაოებზე; 1965-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის ტრესტის მმართველად, შემდეგ პერიოდში კი სამშენებლო გაერთიანებების - "კავგვირაბმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ და "თბილგვირაბმშენის" მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსად; ასევე, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს მექანიზებულ-მობილური სამმართველოს უფროსად; 1995 წლიდან სს "მშენმექანიზაციის" გენერალური დირექტორია; უკანასკნელ წლებში იყო კომპანია "მშენტრანსმექანიზაცია-2000"-ის პრეზიდენტი; მიღებული აქვს ორი საავტორო მოწმობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.78

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: