შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ბეჟუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1952 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის სისტემაში, ჯერ მშენებელ ოსტატად, შემდგომ სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1968 წელს დაინიშნა ქუთაისის სახლთმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1986 წლიდან მუშაობდა N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი - დირექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |