შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, 1982 წლიდან მთავარ ინჟინრად; 1984-1994წწ. სამმართველოს უფროსად; 1994-2001წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N9 სამშენებლო სამმართველოს; 2001 წლიდან შპს "მე-13 ტრესტისა" და კომპანია "ტაძრის" დირექტორია; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა სამრეწველო და სხვა დანიშნულების მრავალი ნაგებობა, მათ შორის: რადიოქარხნები (დიდუბესა და მუხიანში), "ბავშვთა სამყარო", საპროტეზო და უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკები, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის შენობა, სატელეფონო სადგურები (34 და 66), სამთავრობო რეზიდენცია, ქარხანა "ალიონი", თაბაშირის ქარხანა თბილისში, რუსთავის ფორმებისა და ნაკეთობების ქარხანა, მარნეულის ერთჯერადი შპრიცების ფაბრიკა და სხვა; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის შენობის (თბილისში), საავიაციო, ჩარხმშენებელი, პლასტმასის, შემდუღებელი აპარატების, სილიკატური აგურის ქარხნების, შოკოლადის ფაბრიკა "მზიურის", ქუთაისის ავტოშემკეთებელი ქარხნისა და მცხეთის რეაქტორის რეკონსტრუქციებში; მის მიერაა აგებული ამაღლების სახელობის ტაძრები (საბურთალოს სასაფლაოსა და დავითაშვილის ქუჩაზე), დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი მეტეხის აღმართზე, წმ. გიორგის სახელობის ტაძრები ციხის საავადმყოფოს ტერიტორიასა და ტაბახმელაში, წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი ნაძალადევის რაიონში, წმ. თამარის სახელობის ტაძარი დოლიძის ქუჩაზე, წმ. სამების საკათედრო ტაძარი და სამრეკლო, მირქმის სახელობის ტაძარი თემქაზე (პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე), განახორციელა შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.79-80
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |