შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ხიჯაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. 1935 წელს, პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს. 1940-1972 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1972-1980 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას II სამუსიკო სასწავლებელში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო(ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი"), ნათელა, ნინო, ნინო(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), თამარ მეფე(დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე") დარეჯანი(მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), მარო, ბაბალე(ვ.დოლიძის "ქეთო და კოტე"), ასმათი(შ.მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), გივი(ა.ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ქეთევანი(ა.შავერზაშვილის "მარინე"), გამზრდელი(დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), დედინაცვალი, დედა(ი.გოკიელის "ბროლის ქოში", "წითელქუდა"), კონჩაკის ასული(ა. ბოროდინის "თავადი იგორი"), მარინა მნიშეკი(მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ლიუბაშა(ნ. რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე"), ოლგა, პოლინა(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ანგელოზი(ა. რუბინშტეინის "დემონი"), აზუჩენა, ამნერისი, ემილია, მადალენა(ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო", "რიგოლეტო"), კარმენი(ჟ. ბიზეს "კარმენი"), ზიმელი(შ. გუნოს "ფაუსტი"), მიკლიაუსი(ჟ. ოფენბახის "ჰოფმანის ზღაპრები"), მალიკა(ლ. დელიბის "ლაკმე"). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.50 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |