The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ფილიპაშვილი

არჩილ ფილიპაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1996  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1936 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინოოპერატორი. 1941-1942 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1942-1952 წლებში მუშაობდა კინოდოკუმენტალისტად, ხოლო 1952 წლიდან მხატვრულ ფილმებზე: "მარინე", "ჯადოსნური სალარო", "ჩრდილი გზაზე", "მე ვიტყვი სიმართლეს", "ზვიგენის კბილი", "კარდაკარ", "ენგურის ნაპირებზე", "არდადეგები", "ჯარისკაცის მამა", "შაბათი, კვირა", "ქოჩორა", "ღიმილის ბიჭები", "ბებიები და შვილიშვილები", "გელა", "ბებერი მეზურნეები", "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი", "თეთრი ქვები", "ანარეკლი", "დაბრუნება", "ბაკულას ღორები", "გზა შინისაკენ" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.52; http://www.geocinema.ge/ge/oper.php?kod5=41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1959 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: