Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზუმი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1974 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში. სამინისტროს გაერთიანებად გარდაქმნის მერე დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილედ; 1997 წლიდან სს ბიზნესცენტრ "სოფლმშენის" გენერალური დირექტორია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ აშენდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი: მეფრინველეობის უმსხვილესი კომპლექსი (სოფელ მირიანში), საცხოვრებელი სახლები, სოციალური და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები (გორის რაიონსა და სამცხე-ჯავახეთში); 1988-1990წწ. ხელმძღვანელობდა სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, 1993 წელს - სმოლენსკში სამუშაოდ მივლინებულ ქართველ მშენებელთა ჯგუფს, რომელმაც გერმანიიდან გამოყვანილი საბჭოთა არმიის ოფიცრებს საცხოვრებელი სახლები აუშენა; 1988-1991წწ. ხელმძღვანელობდა სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებს აჭარასა და ზემო იმერეთში, ახალქალაქისა (სოფელ ქოთელიაში) და საჩხერის რაიონის სოფლებში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.80 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |