შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული გაბისონია![]()
ბიოგრაფიაპატარაობაში ძალიან ჰყვარებია ჩიტების ხმების მოსმენა, მათ ბაძავდა და სახლში ჩიტივით გალობდა, ამიტომ მას დედამ მეტსახელად "გუგული" შეარქვა; სიმღერის სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა მასწავლებელმა ვალერიან გოგიტიძემ, რომელიც მას მოწაფეთა გუნდში სოლოებს ამღერებდა; მალე სოლისტად დაიწყო მუშაობა ბათუმის მასწავლებელთა სახლის მომღერალთა გუნდში; როგორც რკინიგზელი, ის რკინიგზის სახალხო თეატრის დადგმებში - "ჰატიჯე", "როგორ?" "ამბოკარი", "არსენა", "სამი უბედური", სხვადასხვა როლებს ასრულებდა; მან მელიტონ კუხიანიძის ცნობილ კაპელაში დაიწყო მოღვაწეობა; სამამულო ომის პერიოდში შეწყვიტა სასიმღერო საქმიანობა, ხოლო ომის შემდეგ კვლავ გააგრძელა სიმღერა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც რესპუბლიკის სახალხო არტისტი მირიან ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა; ის კვლავ სოლისტი იყო და დიდი მონდომებითა და არტისტიზმით ასრულებდა - "ჩაგუნას", "აჭარულ შაირებს", "მარულას", "სისა ტურას", "მაჭანკალს", "არამი და შარიქას"; აჭარის რადიოში ხშირად ისმოდა მისი ლამაზი ტენორი, ამასთან ლოტბარობასაც ეწეოდა; ბათუმის სკოლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საგუნდო ჯგუფებს; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად გასტროლებით იმოგზაურა(ეგვიპტე, სირია, სუდანი); ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 69 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |