The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გარუჩავა

დაბადების თარიღი:1906  (118 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბათუმის აღრიცხვა-ანგარიშების სპეციალური ერთწლიანი სასწავლებელი.

მუშაობდა სტატისტიკოს-ეკონომისტად და მგეგმავად აჭარისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში; 1936 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; აქ ჩაირიცხა მსახიობ-მომღერლად დასავლეთ საქართველოს სიმრერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში(ხელმძღვანელი კირილე პაჭკორია), რომელთანაც ერთად გაინაწილა სასიხარულო მიღწევები მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე; ანსამბლთან ერთად მოიარა საბჭოთა კავშირის მრავალი რესპუბლიკა და ოლქი, წარმატებით მღეროდა და ცეკვავდა; ჩონგურსა და ფანდურზე დაკვრის შესანიშნავი ოსტატი გაგზავნეს მოსკოვში ხალხურ საკრავებზე დამკვრელთა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ლაურეატი გახდა; რადიოში ხშირად ისმოდა მის მიერ ჩონგურზე და ფანდურზე ვირტუოზულად შესრულებული ხალხური საცეკვაო მელოდიები; გახსნის დღიდან ამიერკავკასიის რკინიგზელ ბავშვთა მხატვრული აღზრდისა და ტექნიკური პროპაგანდის სახლის მეჩონგურეთა ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი იყო; პარალელურად ავქსენტი მეგრელიძეს ეხმარებოდა რადიოკომიტეტის გუნდში; 1951 წელს მხატვრული  აღზრდის სახლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის მეჩონგურე ბავშვთა ანსამბლის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, სადაც დიდი მონდომებით იმუშავა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 72


გააზიარე: