The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ბერეკაშვილი

თამაზ ბერეკაშვილი
Date of birth:29 July, 1944
Date of death:2009  (at 64 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სხვადასხვა თანამდებობაზე: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1977 წლიდან იყო N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1985-1989წწ. ქუთაისის სახლსაშენებელი კომბინატის დირექტორი; 1989-1999წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1991-1992წწ. ხელმძრვანელობდა მიწისძვრით დაზარალებულთა სამშენებლო კომპლექსს ქ. ონში; ეწეოდა შრომით საქმიანობას ქ. მოსკოვში შპს "ბემის" პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა ფირმებს "ვიტმა-1"-ს და "მინსკაია-2"-ს; 1993-2009წწ. ქ. მოსკოვში დასაქმებული ჰყავდა 2400-2500 ქართველი მშენებელი; მათი ოჯახის წევრებს ქ. მოსკოვში უფასო სამედიცინო დახმარების მიღებაში ეხმარებოდა; დიდ თანადგომასა და სპონსორობას უწევდა ქ. ქუთაისის სარაგბო კლუბ "აია"-ს, რომელიც არაერთგზის იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი; იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტისა და რესპუბლიკის მშენებელთა ასოციაციის წევრი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სახელმწიფო მედლებითა და ორდენებით, ასევე საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.80; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.66-68; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.251

Member of Organizations

  • სააქციო საზოგადოება ფირმა "ქუთაისმშენი", პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის, სამოქალაქო დანიშნულების მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: