შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მარღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ლიხის საშუალო სკოლა 1935 წელს; სწავლობდა სოხუმის დრამატულ სტუდიაში. 1937 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზური დასის მსახიობი იყო. ამავე დროს შეთავსებით მუშაობდა აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მანჩა (გ. გაბუნიას "მზის ამოსვლის წინ"), კომანდორი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მურატი (შ. ფაჩალიას "დიდი ქორწილი"), მოხუცი (ს. ჭანბას "სედიკი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |