The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ბოჭორიშვილი

ქეთევან ბოჭორიშვილი
Date of birth:6 July, 1919  (105 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ალავირი, სამხრეთ ოსეთი.

1937 წელს, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში.

სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თელავის (1941-1942, 1946-1948), ოზურგეთის (1943-1946) თეატრებში. 1949 წლიდან იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლუიზა, სოფი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ნარგიზა, სონა (ა. ცაგარელის "ციმბირელი", "ხანუმა"), ელენე (ვ. შიუკაშვილის "უნიადაგონი"), გულიკო, მერი (დ. ერისთავის "სამშობლო"), თამარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ასმათი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ელაისი (ჯ. გოუს და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), სუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), რუსუდანი, თეკლე (ი. ვაკელის "რვალი", "გიორგი სააკაძე"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), კესო (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ცირა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ჰესია (გ. ზაპოლსკაიას "პანი დულსკაიას მორალი"), ქეთო (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"), ემა ფიშერი (კ. ვიტლინგერის "ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "ჯარისკაცის მამა", "დიდედები და შვილიშვილები", "წუთისოფელი", "მშვიდობიანი დღეები", "გასეირნება თბილისში" (ნამდვილი თბილისელი და სხვები), "დაბრუნება", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "გამოაღეთ ფანჯრები", "მჭედელი", "ზოგი ჭირი მარგებელია", "ბავშვები", "ხსოვნა". რეჟისორ გიორგი როსებას მეუღლე და დრამატურგ ლალი როსებას დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.55; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: