შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თელავის საშუალო სკოლა 1930 წელს. სახვადასხვა წლებში მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა თელავის (1929-1934 და 1938-1939), ქუთაისის (1934-1935), ხაშურის (1935-1940) თეატრებში. 1945 წლიდან კვლავ თელავის სახელობის თეატრში იქნა მიწვეული მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ, სადაც განაგრძო მუშაობა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუჭატნელი (ს. შანშიაშვილის "არსენა") გივი ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთელის "პატარა კახი"), ნიკიტა დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ხადილა (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა), დიმიტრი (დ. თაქთაქიშვილის "კვალითელი დალაქი"), ელიზბარი (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"), ვურმი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.8 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |