The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თადა გოგუა

თადა გოგუა
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:1963  (104 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი.

წერა-კითხვა მამის სამჭედლოში შეგირდად ყოფნისას სოფლის სკოლის მოსწავლეებისგან ისწავლა; ბავშვობიდანვე შეიყვარა ქართული ხალხური სიმღერა, მაგრამ გუნდის ჩამოყალიბება მხოლოდ მოგვიანებით მოახერხა; 1919 წელს ზუგდიდში გოგუა შეხვდა ცნობილ ლოტბარს ძუკუ ლოლუას, მისგან მრავალი სიმღერა შეისწავლა და როგორც მომავალი გუნდის ხელმძღვანელმა სასარგებლო რჩევები მიიღო; 1922 წელს სამუელ ჩავლეიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი სიმღერის მასწავლებლებად იყვნენ ზუგდიდში მიწვეულნი, მათგან გოგუას თორმეტამდე ნიმუში შეუსწავლია; ძველი სიმღერების მცოდნე ახალ სიმღერებსაც ითვისებდა, გურულ მელოდიებსაც ეუფლებოდა; 1928 წელს ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი; გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით; გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ ჩაწერა ნოტებზე(სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში); 1932 წელს ზუგდიდში გამართულ ხალხური სიმღერის რაიონთშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო ჩხოროწყუს სარაიონო გუნდმა, რომელსაც თადა გოგუა ხელმძღვანელობდა; გუნდმა ხალხური სიმღერების ფაქიზი შესრულებით საერთო აღტაცება გამოიწვია; შემდეგ კონცერტები გაიმართა ფოთში, სენაკში, გალში, ოჩამჩირეში; 1937 წელს მის მიერ დაარსებული გუნდით თბილისში გაიგზავნა მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად; გუნდს მოუწონეს შესრულება, განსაკუთრებით გამოჰყვეს მეგრული "ოდოია", რომელიც "სახკინმრეწვმა" ფირზე გადაიღო, როგორც მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუში; იგი საკუთარ ლირიზმს უხამებდა ხალხურ სიმღერებს; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 78


გააზიარე: