The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ბერიშვილი

ნოდარ ბერიშვილი
Date of birth:13 May, 1941
Date of death:2014  (at 72 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსთავის სამშენებლო სამმართველო "ტრანსსპეცმშენში" მშენებელ ოსტატის თანამდებობაზე; 1963-1967წწ. იყო სპი-ს მასალათა გამძლეობისა და დეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტი; 1967 წელს სამუშაოდ მიწვეული იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასისტენტად; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და არჩეულ იქნა ამავე კათედრის დოცენტად; 2006 წლიდან კითხულობდა ლექციებს მასალათა გამძლეობასა და დრეკადობის თეორიაში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის ძირითადი საკითხების ახლებური წარმოდგენის კუთხით. კერძოდ, სამშენებლო მექანიკის მეთოდებს იყენებდა რთული მოხაზულობის ანიზოტროპული ფილების გაანგარიშებისას, აგრეთვე შეისწავლიდა ფირფიტების ღუნვასა და გრეხას "მეორადი" ძაბვების, ტემპერატურული ანალოგიისა და პუასონის განზოგადებული კოეფიციენტის გამოყენებით; არის 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი; მისი მონოგრაფია "ფირფიტების ანგარიში ტემპერატურულ ზემოქმედებაზე ეკვივალენტურ ტვირთთა მეთოდით" მშენებლობის დარგის სტუდენტთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს; მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 8 სამაგისტრო ნაშრომი, 3 საკანდიდატო დისერტაცია და 1 აკადემიური დოქტორის ხარისხი; იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფირფიტების ღუნვა და გრეხა "მეორადი" ძაბვების, ტემპერატურული ანალოგიისა და პუასონის განზოგადებული კოეფიციენტის გამოყენებით". დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.81; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.190; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.68-69

Bibliography


Share: