The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰრაჩია სიმონიანი

ჰრაჩია სიმონიანი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1974  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადები8ს ადგილი: დაბა ყარაქლისი, ალაშკერტის მაზრა, თურქეთი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს.

1933-1936 და 1940-1945 წლებში იყო თბილისის სომხური მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, 1936-1940 წლებში მასწავლებლად მუშაობდა სოფელ კუშში (წალკის რაიონი), 1945 წლიდან იყო თბილისის სტეფანე შაუმიანის სომხური თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მილერი, ვურმი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ისადე, კაკული, გიგო (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", "პეპო"), სერგეი ბეგი(ა. შირვანზადეს "ნამუსი"), დურმიშხანი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), პული (ს. ავჩიანის "პელე-პული"), ნაზარა (დ. დემირჭიანის "გულადი ნაზარა"), მამბრე (ბ. სეირანიანის "სამველი"), გიქორი (ო. თუმანიანის "გიქორი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: