The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე აბაზაძე-ჟივიძე

ელენე აბაზაძე-ჟივიძე
ოფიციალური სახელი:ელენე აბაზაძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1981  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მე-3 გიმნაზია 1917 წელს; შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში, პროფესორ ზელიონის კლასში.

1918 წელს გადავიდა გიორგი ჯაბადარის სტუდიაში, მონაწილეობდა ქართულ კლუბთან არსებულ მუსიკალურ წრეში, რომელიც დგამდა მუსკომედიებს. აქ, ოპერეტა "ვამპუკაში" შეასრულა ვამპუკას პარტია. მონაწილეობდა სასწავლებელში გამართულ საღამოებში(მხატვრული კითხვა, წარმოდგენები, სიმღერები), აგრეთვე გორის სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში და ქართველ მსახიობთა(ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე, შალვა დადიანი და სხვ.) საგასტროლო წარმოდგენებში. 1919-1920 წლებში შედგა მისი დებიუტი ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასში. შალვა დადიანის რეჟისორობით ოპერის თეატრში შეასრულა ფერიების დედოფლის როლი(ი. გედევანიშვილის "სინათლე", II ნაწილი) და ჩაირიცხა დასში პროფესიონალ მსახიობად. ელენე აბაზაძე-ჟივიძე იყო ოზურგეთის(1920-1922), ბაქოს(1922-1923), სოხუმის(1923-1924, 1950-1951), თბილისის ქართველ მსახიობთა ამხანაგობის(1924-1925), ზესტაფონის(1925-1926), ზუგდიდის(1927-1928), მუსკომედიის(1937-1938), მცხეთის(1940-1950) თეატრების წამყვანი მსახიობი. 1929-1949 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი, პარალელურად მუშაობდა დუშეთის დრამწრეში(1932-1934). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), კატინა, ლიზა, ხანუმა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა"), კრუჩინინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), თამარი(ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა"), ლია(ე. ჩირიკოვის "ებრაელები"), რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოლ-ოლი(ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), დედა(მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ფატი(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.56; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.20; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი "დურუჯი".- თბ.,2017, N5 (113) 31 მაისი.- გვ.8: tafu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი (1923-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: